საქართველოსა და ფინეთის თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს მიუნხენში შეხვდნენ
15-02-2020, 18:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინელ კოლეგას ანტი კაიკონენს შეხვდა. თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტოტალური თავდაცვის მიმართულებით საქართველოს თავდაცვის უწყებაში გატარებულ რეფორმებზე.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ტოტალური თავდაცვის მიდგომა და უწყებათაშორისი მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უწყობს ხელს. ამ კუთხით მან ფინეთის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ურთიერთნდობასა და მეგობრობას ემყარება. შეხვედრაზე სამხედრო სამსახურში გაწვევის, რეზერვისა და მობილიზაციის კუთხით ფინური მხარის გამოცდილების გაზიარების საკითხზეც ისაუბრეს. მინისტრმა წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) განვითარებაში ფინეთის მთავრობის მიერ შეტანილ წვლილზეც გაამახვილა ყურადღება და სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ფინელ კოლეგასთან საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკური პრიორიტეტებიც განიხილა და ნატოში გაწევრიანების გზაზე საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. შეხვედრის დასასრულს, ანტი კაიკონენმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთში მიიწვია. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის სახელით, სპეციალურად თავდაცვის მინისტრებისთვის გამართულ ლანჩსა და ბავარიის მინისტრ-პრეზიდენტის მარკუს შოდერის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი