„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასახლების საერთო კრებები გაიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის და კალის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
იფარის თემის სოფელ ზეგანში, ადგილობრივების გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მისასვლელ გზებზე ხიდები აშენდება.
სოფელ ნაკიფარში მოეწყობა წყლის და წყალარინების სისტემა. სოფელ ადიშის მოსახლეობამ მიიღო გადაწყევტილება, რომ მიმდინარე წლის „სოფლის მხარდამჭერი პროგრამით“ გამოყოფილი თანხა, წყალარინების სისტემის მოწყობის მიზნით დაწყებულ სამუშაოებს მოხმარდეს.
ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, კალის ადმინისტრაციული ერთეულისთვის განკუთვნილი თანხა მოხმარდება მრავალფუნქციური შენობის აშენებას.
2020 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის #2752 განკარგულების თანახმად მესტიის მუნიციპალიტეტში პროექტების განსახორციელებლად განსაზღვრულია 1 534 000 ლარი.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.