დავით ზალკალიანმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა გააცნო
16-02-2020, 18:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში პოლონელ კოლეგას იაცეკ ჩაპუტოვიჩს შეხვდა.

 


მინისტრები მიესალმნენ პოლონეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობას და მაღალი დონის ინტენსიურ კომუნიკაციას საერთაშორისო და ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას მისი პირადი მხარდაჭერისთვის საქართველოს მიმართ და ამ მხრივ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ასევე პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატებს და გამოთქვეს მზადყოფნა იმუშაონ ამ ფორმატების გაღრმავებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით.

 


საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ბოლო განვითარებებზე.

 


გამოითქვა შეშფოთება ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების გამო და ხაზი გაესვა ამ კონტექსტში როგორც პოლონეთის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩართულობას. აღინიშნა, რომ პოლონეთი ასევე აქტიურად განაგრძობს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს პრიორიტეტებზე ევროპის საბჭოში და თავმჯდომარეობის ფარგლებში ურთიერთმხარდაჭერაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი