„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. მე შეყვარებული ვარ საქართველოზე,თბილისზე, ქართველ ხალხზე, ეს არაჩვეულებრივი ქვეყანაა. ჩვენ, გერმანელები - როგორც ევროპელები, ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს იმ გამოწვევების დაძლევაში,რომელთა წინაშეც თქვენ დგახართ. ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება იფიქროს, რომ ყველაფერი დასრულდა და რომ საქართველო უნდა შეეგუს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას,ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის არსებობას.“- განაცხადა გერმანიის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როტიმ, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ.
კლაუდია როტის თქმით, ის რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება დაუშვებელია.
„ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილმა ადამიანებმა ყველაფერი დაკარგეს.მე არ ვისაუბრებ საზღვარზე,ეს არი არის საზღვარი,ეს საქარაველოს შიგნით ხდება.მე ვიყავი იქ,ვესაუბრე სოფლის მოსახლეობას,ვნახე როგორ ტიროდნენ ადამიანები,მათ არ შეუძლიათ სახლში დაბრუნება,ასევე მაქვს ინფორმაცია ადამიანების გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით,ჩვენ, გერმანიამ- როგორც ევროპელებმა უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ.არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ უკრაინის საკითხი,რაც იქ ხდება დაუშვებელია,თუმცა საქართველოს რეალობაც იგივეა.“- აღნიშნა ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტმა.
კლაუდია როტიმ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში, რომელიც ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებს, ისევე როგორც საქართველოს მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალზე.
„ვფიქრობ,რომ ტურიზმის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი გერმანელი სტუმრობს საქართველოს და ეს რიცხვი იზრდება. ვიმედოვნებ, რომ ტურიზმი მომავალში იქნება მდგრადი,ტურიზმი რომელიც დაფუძნებულია კულტურაზე,ბუნების პატივისცემაზე,თქვენი ქვეყნის მშვენიერებაზე.ეს სწორედ ისაა,რის გამოც ადამიანები მოდიან თქვენს ქვეყანაში. მე მახსენდება ულამაზესი ადგილები თბილისში,შობის პერიოდში,ეს ძალიან ამაღელვებელი და ემოციურად მნიშვნელოვანი იყო.”- აღნიშნა კლაუდუა როტიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.