ჩვენ ვართ ბოიკოტის რეჟიმში, პროტესტი არის და იქნება, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.
მან აღნიშნა, რომ ოპოზიცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დასწრებას და ირაკლი შოთაძისთვის კითხვის დასმას არ აპირებს.
„შოთაძე არის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შემსრულებელი. მთელი ჩამონათვალია – ე.წ. ციანიდის საქმიდან დაწყებული, რაც კი ბინძური საქმე არსებობს, ყველაფერი მისი ხელით გაკეთებულა. ამ ყველაფრის თავი, რა თქმა უნდა, ივანიშვილია. მას შეეძლო სხვა თოჯინაც მოენახა. მაგრამ არა, ის ხაზგასმით ამბობს, დაანონსებულ მეორედ მოსვლას ამ სახით აკეთებს. მეორედ ვისაც მინდა მოვიყვან, ყველაზე მორჩილ და მონა ადამიანებს. ამით შეურაცხყოფს თავის თავს, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და საზოგადოებას. ეს რეპრესიების ანონსია, რეპრესიების გაძლიერება. როდესაც საუბრობენ ხოლმე თალაკვაძე და მისი მეორე ფლანგის მონები, რომ ჩვენ გვინდა დიალოგი და ამ დროს შოთაძეს ყველა ბინძური საქმის შემსრულებელს ნიშნავ, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ არა დიალოგი, არამედ ქვეყნის შეურაცხყოფა და მიტაცება გინდა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.