საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სემეკ-ის წევრობის სამი კანდიდატი დაასახელა. ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის, გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრობის კანდიდატებად დავით ასლანიშვილი, გიორგი ფანგანი და მარინა გულედანი წარადგინა.
პრეზიდენტი დასახელებულ კანდიდატებს პარლამენტში წარსადგენად მთავრობას გადაუგზავნის.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 5 წევრისგან შედგება, ამჟამად კომისიას 3 წევრი ჰყავს, ერთ-ერთ მათგანს უფლებსამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურება. თუ ამ პერიოდისთვის ერთი ახალი წევრი მაინც არ დამტკიცდა, კომისია სხდომებს ვერ ჩაატარებს, რადგან ქვორუმი არ შედგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.