კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 22 ოჯახს გადასცა
17-02-2020, 16:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. 

 

 

კახა კალაძის თქმით,  წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის  პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც გააგრძელებს. 

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომლითაც  ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. მე, როგორც ქალაქის მერს  და როგორც რიგით მოქალაქეს, ძალიან მიხარია, რომ ამ ნაბიჯით, განხორციელებული პროექტებითა და პროგრამებით მუნიციპალიტეტი  ბევრ ადამიანს ახარებს და აბედნიერებს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და გავაგრძელებთ. ვიცით, რომ ეს პრობლემა ბევრ ოჯახს აწუხებს.  დედაქალაქის მერია გამგეობასთან ერთად მზადაა, ყველა ოჯახს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს, დაეხმაროს და ხელი მაქსიმალურად შეუწყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

 

 

ჭიჭინაძის N10ა-ში 9 ოჯახი 90-იანი წლებიდან ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე ვერ შეძლეს ფართების დაკანონება. 15-წლიანი ლოდინის შემდეგ, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ მუხაძის ქუჩის N15-ში მცხოვრებ 13 ოჯახს. 

 

 

კახა კალაძის მერობის პერიოდში, საცხოვრებელი ფართები დაახლოებით 800-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. 

 

 

შეხვედრაზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე,  ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე  გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ქეთევან მამულაშვილი იმყოფებოდნენ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი