საერთაშორისო მანევრის კაპიტნის პირველი საკარიერო კურსი დასრულდა
17-02-2020, 17:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საერთაშორისო მანევრის კაპიტნის პირველი საკარიერო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას მათ ყურადღება სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს და ამერიკელ პარტნიორებს კურსის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

 

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო სკოლაში საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი 36 კვირის განმავლობაში გაგრძელდა. სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებასა და სამხედრო პროფესიული უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად. კურსის საპილოტე პროგრამის მიმდინარეობას ამერიკიდან მოწვეული ინსტრუქტორები აკვირდებოდნენ.



საზეიმო ღონისძიება დიპლომების გადაცემითა და დაჯილდოებით დასრულდა. მომდევნო კურსი 2020 წლის ივლისში დაიწყება. 2022 წლიდან კი, კურსზე ქართველებთან ერთად, უცხოელი ოფიცრების მიღებაც იგეგმება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი