სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით გამყარებულია მაღალი მართველობის ხარისხით, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოთი და რეგიონული შოკებისადმი მაკროეკონომიკური მდგრადობით.
ამასთან, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის ძლიერი ფაქტორია ის, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ და 2019 წელს ეკონომიკური ზრდა იყო მოსალოდნელზე მაღალი.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლისთვის Fitch-ის საპროგნოზო მაჩვენებელი BB კატეგორიის ქვეყნების ბოლო ხუთი წლის საშუალო ეკონომიკური ზრდის 4.2%-იან მაჩვენებელზე მეტი იქნება. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში (აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი) სუსტი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ექსპორტი გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციამ და გაცვლითი კურსის გაუფასურებამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.