მმართველი გუნდის ოპონენტები, მხარდამჭერებთან ერთად, დილიდან საკანონმდებლო ორგანოსთან, ჭიჭინაძის მხრიდან შეიკრიბნენ და გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის კვლავ დაპირისპირებაა.
სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს სთხოვენ, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ და ტროტუარებზე გადავიდნენ.
პარლამენტი ირაკლი შოთაძის კანდიდატურას სავარაუდოდ, სწორედ დღევანდელ სხდომაზე უყრის კენჭს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.