ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტპატიმრებს უწოდებს ადამიანებს, რომლებიც ივნისში ხელისუფლების გადატრიალებას აწყობდნენ, რაც მათი მხრიდან აღიარებითი ჩვენებაა
18-02-2020, 12:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრალესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტპატიმრებს უწოდებს ადამიანებს, რომლებიც ივნისში ხელისუფლების გადატრიალებას აწყობდნენ, რაც მათი მხრიდან აღიარებითი ჩვენებაა.

 

 

„ჩვენ ჯერჯერობით ველოდებით მათ პოზიციას, რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, მე არ ვიცი ვის უწოდებენ ისინი პოლიტპატიმრებს, ისინი პოლიტპატიმრებს უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც აწყობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას ივნისში, რაც არის რეალურად აღიარებითი ჩვენება „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მცდელობა, ხელისუფლების გადატრიალების, იყო სწორედ მათ მიერ ორგანიზებული, ეს არის უმარტივესი აღიარებითი ჩვენება, შესაბამისად, ბუნებრივია, ამ საკითხზე საუბარი ასეთი ფორმით ჩვენი მხრიდან არის შეუძლებელი, რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, მზად ვართ დისკუსიისთვის, თუმცა ამ დისკუსიას, ბუნებრივია, დაბრკოლებას უქმნის მათი პოზიცია" , - განაცხადა კობახიძემ.

 

 

როგორც მან აღნიშნა, ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც უმრავლესობა კანდიდატს მხარს უჭერს, ოპოზიცია კი წინააღმდეგია. კობახიძის თქმით, ირაკლი შოთაძეს აქვს საფუძველი, დაბრუნდეს გენერალური პროკურორის პოზიციაზე და ღირსეულად იმუშაოს.

 

 

„ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც უმრავლესობა მხარს უჭერს კანდიდატს და ოპოზიცია არის წინააღმდეგი, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია მათი პოზიცია. შენიშვნები შეიძლება გქონდეს საკუთარ თავთან, ნებისმიერ ადამიანთან, მაგრამ რაც შეეხება კანდიდატურის დამტკიცებას, გადაწყვეტილება მიიღება საერთო სურათის გათვალისწინებით. ირაკლი შოთაძე არის პროფესიონალი, მან გადადგა თავის დროზე ღირსეული ნაბიჯი და აქვს საფუძველი, რომ დაბრუნდეს გენერალური პროკურორის პოზიციაზე და ღირსეულად იმუშაოს" , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი