ვიდეო - „უკვე მსხვილად წავიდა საქონლის ქურდობა“... „ათასი სული მაინც არის ამ სოფლიდან მოპარული“ - ხაიშის აღშფოთებული მოსახლეობა საქონლის გახშირებულ ქურდობას აპროტესტებს
18-02-2020, 12:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და მსხვილფეხა პირუტყვის გახშირებული ქურდობის ფაქტები გააპროტესტა. აღნიშნულის ამსახველი ვიდეომასალა „მარნეული ტვ“-იმ გაავრცელა.

 


„ოჯახია ჩემს უკან, ჩემი შვილებია, შვილიშვილებია, რა ვქნა, რა გავაკეთო მითხარით?“ - აღშფოთებული ეკითხება ქალბატონი ლოლა უმფრიანი ადგილზე მისულ სამართალდამცველებს.

 


„14 სული ძროხა გამიყვანეს, მალევე გადავრეკე. იქიდან ამ მონაკვეთზეა გაყვანილი ჩემი საქონელი“, ხელით ანიშნებს მინდვრებისკენ ქალბატონი ლოლა და განაგრძობს: „30 წუთში გადავრეკე, მაგრამ არაფერი შედეგი მე არ მაქვს. ჩემს უკან ჩემი დიდი ოჯახია, ჩემი შვილიშვილებია, ამით ვცოცხლობდი, ამით იყო ყველაფერი ჩემი. რა ვქნა ახლა, რაიონმა გამცეს პასუხი. ვითხოვ ქურდების დაჭერას, ჩემი ზარალის დაბრუნებას, ჩემი დიდი ზარალის, ამას ვაპროტესტებ... ადრე თუ ორ-სამს იპარავდნენ, ახლა უკვე 10-14 სული იკარგება. უკვე დაიწყო. დაიჭერენ, გირაოთი გამოდიან, ისევ ჩვენი ძროხებით იხდიან ამ გირაოს და ისევ გაყავთ. არ არსებობს აქ ოჯახი, საქონელი რომ არ ჰქონდეს დაკარგული. ახლა უკვე მსხვილად წავიდა ქურდობა“, აცხადებს ლოლა უმფრიანი.

 

 

 

 

ნაირა ჭკადუა: „მინიმუმ ათასი სული მაინც არის ამ სოფლიდან გაყვანილი და დაკავებული, ტყუილი რომ არ ვთქვა, შეიძლება ერთი-ორი იყოს. არაფერი საარსებო საშუალება არ გაგვაჩნია, ერთადერთი რითაც ვარსებობთ, საქონელი არის და აბსოლუტურად დაუცველი ვართ, აბსოლუტურად დაუცველი. ამ ერთ თვეში 40-ამდე სული გაიყვანეს“.

 


ლალი ხერგიანი: „მიყოლებით, 10 დღის შუალედში დავკარგეთ ძროხები, მთლიანი, რაც გვყავდა ძროხები, ყველა წაიყვანეს, დავრჩით ნულზე, სრულიად უკაპიკოდ და სრულიად ყველაფრის გარეშე“.

 


ვლადი კვირიკაძე: „2019-ში სახლიდან გამიყვანეს 7 სული საქონელი, გაჭრეს და ისე და არაფერი აბსოლუტურად“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი