მესტიის ლ. ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრში, ფოლკლორული ანსამბლი „რიჰოს“ კონცერტის დასრულების შემდეგ, ქ. უკრაინკას მერმა, ტატიანა კუჩერმა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა მემორანდუმს ხელი საზეიმო ვითარებაში მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად მხარეები კოორდინაციას გაუწევენ ეკონომიკური სუბიექტების ურთიერთანამშრომლობას შემდეგ სფეროებში: ადგილობრივი ეკონომიკის და სოციალური მდგომარეობის განვითარება; ტურიზმისა და სპორტი; კულტურა, ხელოვნება, განათლება და პროფესიული გადამზადება, ასევე გარემოს დაცვითი საქმიანობები.

მემორანდუმი გულისხმობს სოციალური და ეკონომიკური სფეროების მდგრად განვითარებას ადგილობრივ სუბიექტებზე დაყრდნობით, რაც თავისმხრივ გულისხმობს ინიციატივების მხარდაჭერას, მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის დამყარებას ადგილობრივ კულტურულ-სპორტულ-ახალგაზრდულ და სათემო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ ჯგუფებს შორის, ასევე სააგენტოებს შორის რომლებიც მუშაობენ მათი ქალაქების განვითარების მიმართულებით.

მემორანდუმი ასევე გულისხმობს ორივე მხარის მიერ ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლასა და ჩართულობას სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებში ერთობლივი განვითარების მიზნით.

მემორანდუმის საფუძველზე მხარეები ხელს შეუწყობენ მოქალაქეებს შორის კონტაქტების გაღრმავებას, ეროვნული ენის მხარდაჭერას, ბიბლიოთეკების შევსებას, მხარს დაუჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი სფერო ეროვნული ისტორიულ-კულტურული ღირებულებების შენარჩუნება და განვითარება გახლავთ.

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, მემორანდუმის საფუძველზე მხარეები ასევე მხარდაჭერას უცხადებენ სპორტულ შეჯიბრებებს, გამოცდილების გაზიარებას მასობრივი სპორტის სახეობებსა და სპორტულ სკოლებში ახალგაზრდებთან მუშაობის მიმართულებით სწავლებებს.

ქალაქ უკრაინკის დელეგაცია მესტიის მუნიციპალიტეტს 4 დღის განმავლობაში სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში უკრაინკის დელეგაციამ მოინახულა მუნიციპალიტეტის კულტურულ-ისტორიულ ძეგლები, სამთო-სათხილამურო კურორტები და ტურისტული ადგილები.

ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.