მესტიის მუნიციპალიტეტის ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასახლების საერთო კრებები გაიმართა.
მესტიის მერიის ცნობით, კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის პროგრამით გამოყოფილი თანხა სოფელ ღვებალდში და ლეზგარაში მისასვლელი გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. სოფელ ტვიბერში და მაგარდელში მოწესრიგდება წყლის სისტემები. სოფელ ლაბსყალდში თანხა გარე განათების მოწყობას მოხმარდება.
2020 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის #2752 განკარგულების თანახმად მესტიის მუნიციპალიტეტში პროექტების განსახორციელებლად განსაზღვრულია 1 534 000 ლარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.