„ივანიშვილი ახლა კმაყოფილია?... ვაზს გავჩეხავთ“ - კახელების პროტესტი და ხელისუფლების პოზიცია
08-09-2015, 12:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შესაძლოა წელს კახეთში ყურძენი დაუკრეფავი დარჩეს. დაბალი ფასის გამო მევენახეები მოსავლის აღებაზე უარს ამბობენ, ისინი ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებებენ.

 

 

„ივანიშვილი ხომ გვპირდებოდა 1 ლარი ცოტააო, ახლა კმაყოფილია? დღეს 35 თეთრს იძლევიან ქარხნები და თან მიღება ჯერ არ დაუწყიათ, არადა ყურძენი გვილპება, ასე თუ გაგრძელდა ვაზს გავჩეხავთ“, - განაცხადა ყურძენზე დაბალი ფასის გამო უკმაყოფილო მევანეახემ, რომელიც სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირის და კარდენახის ცენტრში საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.

 

 

გლეხები ხელისუფლების წარმომადგენლებს, არაეფექტურობაში ადანაშაულობენ. მათთვის გაუგებარია იმ პირობებში როცა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ხელმოწერილია ხელიოსუფლება ევროპის ბაზრების ათვისებაზე რატო არ მუშაობს.

 

 

"ხომ გვეუბნებოდნენ, რომ ევროკავშირთან ძალიან ახლოს ვართ, ხომ გვპირდებოდნენ პროდუქციის ევროპის ბაზარზე გაყიდვა გახდებოდა ხელმისაწვდომი, სად გაქრა ეს დაპირებები? რატომ არ მოიძიეს ევროპის ბაზარი?",- აცხადებს ერთ-ერთი გლეხი.

 

 

მევენახეების განცხადებით, გუშინ საპროტესტო აქციაზე მისაულმა მთავრობის წარმომადგენლებმა გლეხებს პრობლემის მოგვარების ხედვა ვერ წარუდგინეს.

 

 

სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი გელა გელაშვილის არგუმენტი კი ასეთია, რომ ისინი კერძო კომპანიების მუშაობაში ვერ ჩაერევიან.

 

 

„ყველაზე მთავარი პრობლემა რაც გვაქვს, არ არის გახსნილი ქარხნები, იმ 70 თეთრსაც ვერ აიღებენ, თუ გაუფუჭდათ. ამიტომ, ეს კომპანიები სასწრაფოდ უნდა ჩამოვიდნენ“, – აღნიშნა მაჟორიტარმა დეპუტატმა.

 

 

რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის განცხადებით, კახეთში რთველი ჯერ არ დაწყებულა.

 

 

„უკმაყოფილება მესმის, ხალხი ნერვიულობს, მაგრამ მყიდველი და გამყიდველი უნდა შეთანხმდნენ, ფასზე თავად უნდა მოილაპარაკონ. 50-ზე მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული შტაბში. ამ კვირაში 70-მდე გაიზრდება, ასე ველოდებით. 10-15 სექტემბრის პერიოდში აპირებენ ყურძნის მიღებას. თუ ვერ შედგა მოლაპარაკება, მაშინ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებს, მაგრამ იმაზე დაბალ ფასად, ვიდრე კერძო კომპანია, გლეხები გრძნობენ, რომ ფასი ისეთი მაღალი არ იქნება, როგორც შარშან და წინასწარ გამოხატეს ეს უკმაყოფილება. ჩვენ შევხვდით და დავპირდით, რომ ჩაუბარებელი არ დარჩებათ და რაც დაუჯდათ, იმ თანხას ყველა ვარიანტში აიღებენ, თუმცა თვითონ ალბათ უფრო მაღალი ფასი უნდათ. გლეხები გამოხატავენ უკმაყოფილებას და პრეტენზიებს, რატომ არ გვიხდიან ლარსო. ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ როგორია რეალური სურათი. შეთანხმებას ჩვენ ვერ მოვახდენთ იმიტომ, რომ ჩვენ ხომ არ ვართ რომელიმე მხარე, ჩვენ უბრალოდ საქმის კურსში ვამყოფებთ და ვუთხარით რომ 10 სექტემბერს კიდევ ჩავალთ და ვინ რა ფასს შესთავაზებს და რა მოთხოვნა იქნება, კიდევ ერთხელ გავეცნობით. ამ დღეებში მყიდველი ალბათ უკვე გამოჩნდება,” - აცხადებს რთველის შტაბის ხელმძღვანელი.

 

 

ოფიციალური სტატისტიკით, 2007 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირებისთვის 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

 

 

კახელი გლეხების პროტესტს აფასებენ ექსპერტებიც. ნიკოლოზ ვაშაკიძე ამბობს, რომ „დღეს კახეთის გლეხობამ მთელი სიგრძე-სიგანით იწვნია, თუ რა მწარე შედეგი მოაქვს უნამუსო პოლიტიკოსების, ან უფრო სწორად, პოლიტიკანების იაფფასიან დაპირებებზე აყოლიებას. იმედია, ამ მწარე გაკვეთილიდან სწორ დასკვნებს გამოიტანენ.“

 

 

რომან გოცირიძე თვლის, აღნიშნულ პრობლემაზე მთავარი დამნაშავე ხელისუფლებაა.

 

 

„მევენახეები აპროტესტებენ, მეღვინეები ყურძენს არ იბარებენო. მეღვინეებს რად უნდათ ამდენი ყურძენი, როცა შარშანდელი ღვინო ვერ გაუყიდიათ.

 

 

მთავრობას მივადგებითო, იმუქრებიან გლეხები. სწორიც იქნებიან. ნაცვლად იმისა, რომ ახალი ბაზრების ათვისებაში შეეწყო ხელი და ამაში დაეხარჯა ფული, მთავრობა გლეხებს და მეღვინეებს იქით ჩუქნიდა ფულს (სუბსიდიას) არასაიმედო რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად.

 

 

რუსული ორიენტაცია მხოლოდ პოლიტიკური ორიენტაციაა არ არის. ეს არის რუსეთთან ეკონომიკური, საინფორმაციო, კულტურული, ენობრივი მიბმა.

 

 

ეს უკვე ხდება. ეს უკვე რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების დასაწყისია.

 

 

იქნებ გლეხების პროტესტმა მაინც აუხილოს ხელისუფლებას თვალი და დაუბრუნდეს სწორ გზას“,- აღნშნავს ექსპერტი.

 

 

“ნიუპოსტი“ აღნიშნულ საკითხზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ლევან დავითაშვილს ესაუბრა.

 

 

- გლეხები აცხადებენ, რომ თუ მთავრობა რამე ზომებს არ მიიღებს და ყურძნის ჩაბარებას მინიმუმ ლარად ვერ შეძლებენ, ისინი ვაზს გაჩეხავენ...

 

 

- თუ მოხდება მსგავსი რამ, რასაც თქვენ ამბობთ, რაიმე სახის პროვოკაციული გამოხტომა ამას რა თქმა უნდა საბოტაჟის ელემენტები ექნება. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ რთველს საფრთხე ვერანაირად ვერ შეექმნება.

 

 

ჩვენ მიერ შეთავაზებული ფორმა არის ოპტიმალური, სახელმწიფოს გააჩნია მკაფიო სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა მოხდეს ყურძნის მოსავლის დაბინავება. იცით, რომ ჩვენ მივიღეთ სუბსიდირების გადაწყევტილება, თუმცა ჩვენ ვამბობდით, რომ ეს შეიძლებოდა არ ყოფილიყო საჭირო, მაგრამ გარემო სიტუაციამ რა თქმა უნდა გვიბიძგა ასე მოვქცეულიყავით, რომ შეგვენარჩუნებინა მინიმუმ ის დონე სუბსიდირების, რაც გვქონდა შარშან. ამავე დროს, იმ ჭარბ ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი არ მიიღებს სახელმწიფო ჩაიბარებს, ანუ ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება, შსაბამისად გლეხი შეძლებს მომგებიანად ყურძნის რეალიზებას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის გარემოება, რომელიც არის შექმნილი.

 

 

დღეს კონეიქტურა სხვა არის, ვიდრე ეს შარშან იყო, გასულ წელს ჩვენ გვქონდა მზარდი ექსპორტი, რეგიონშიც სტაბიოლური გარემო იყო, მაგრამ 2014 წლის ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეცვალა საექსპორტო ბაზრებზე, რეალობა. ამავე დროს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკონომიკურმა ფაქტორებმა ზოგადად გამოიწვია ეკონომიკური პრაგმენტების გადახედვა, მიუხედავად ყველაფრისა, ვითვალისწინებთ მევენახეობის ძალიან მნიშვნელოვან როლს საქართველოს სოფლის მეურნეობაში და სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს, სთავაზობს მაქსიმალურ პირობებს მევენახეებს, რომ მათ თავი დაზარალებულად არ იგრძნონ.

 

 

მერწმუნეთ რთველი ძალიან ორგანიზებულად ჩაივლის. წინასწარი შეფასებები, რომ რაღაც შეიძლება იყოს წარუმატებელი უსაფუძვლოა.

 

 

-რა ფასად ჩაიბარებს სახელმწიფო ჭარბ ყურძენს ?

 

 

- ჩვენ არ ჩავიბარებთ ყურძენს უფრო მაღალ ფასში, ვიდრე კერძო სექტორი სთავაზობს გლეხებს. ჩვენ ორივე მხარის ინტერესი უნდა გავითვალისწინთ, ჩვენ ვერ შევქმნით კონკურენციას ადგილობრივ მეწარმეებს, იმიტომ, რომ ჩვენ შეიძლება ერთი ხელის მოსმით დავანგრიოთ ის, რაც წლების განმავლობაშია შექმნილი და ნაშენები.

 

 

ყურძენს ჩავიბარებთ იგივე ფასებში რაც იქნება დაფიქსირებული ბაზარზე, წინასწარი შეფასებით, მოთხოვნა-მიწოდების ანალიზით, ეს ფასი იმდენია, რომ გლეხი მაინც არის მომგებიან მდგომარეობაში, მას არათუ აუნაზღაურდება დანახარჯები, არამედ მიიღებს მოგებას.

 

 

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს კახეთში ყურძენს 97 ღვინის კომპანია იბარებდა. წელს კი ღვინის კომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ უცხოეთის ბაზრებზე, განსაკუთრებით კი რუსეთსა და უკრაინაში რეალიზაციის პრობლემის გამო, წელს კომპანიების ნაწილი ყურძნის ჩაბარებას წელს საერთოდ არ გეგმავს, ნაწილი კი ჩასაბარებელი ყურძნის მოცულობის შემცირებას აპირებს.

 

 

2014 წელს კახეთში ღვინის კომპანიები საფერავის ჯიშის ყურძენს 1.30 ლარად იბარებდნენ, რქაწითელს 1 ლარად. 28, 29, 30 აგვისტოს 1 კილოგრამი ხარისხიანი საფერავის ფასი 2–დან 2.40 ლარამდე მერყეობდა, მიკროზონაში მოყვანილ ყურძენში კი 3 ლარსაც იხდიდნენ. 31 აგვისტოს, ღვინის 34–ვე კომპანიამ, რომლებიც იმ დროისთვის ყურძენს იღებდნენ, საფერავზე ფასი ერთდროულად 1.50 ლარამდე დააგდო.

 

 

 

ნიუპოსტი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი