პარლამენტის თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა
18-02-2020, 15:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, ვინც ყოველდღიურად ემსახურება ამ რთულ პროფესიას და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლის დროს მიმართა და ასევე მადლობა პირადად გადაუხადა სხდომათა დარბაზში მყოფ, ბათუმში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს - ოთარ თავართქილაძესა და მის მეწყვილეს - ავთანდილ მჟავანაძეს.
"აქ, ამ დარბაზში არიან საპატრულო პოლიციის ოფიცრები - ბატონი ოთარ თავართქილაძე და ბატონი ავთანდილ მჟავანაძე, რომლებიც 18 დეკემბერს ბათუმში მოქალაქემ გააჩერა. მოულოდნელად აღნიშნულმა პირმა პატრულ-ინსპექტორ თავართქილაძეს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა. დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც დაიჭრა, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. მძიმედ დაჭრილ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თანამშრომლების, მოქალაქეებისა და სამედიცინო პერსონალის დროული რეაგირების შედეგად, ოთარ თავართქილაძე გადავარჩინეთ და დღეს, მეწყვილესთან ერთად, ჩვენთან სტუმრადაა", -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი