თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ ფორუმზე (მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით), დასავლელმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა არაერთი "შენიშვნა" მოგვცეს ქართველებს... მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ელჩმა განაცხადა, რომ – "საქართველოში სამოქალაქო პასუხისმგებლობის მხრივ დაბალი დონეა, რადგან საქართველოდან წასული ნებისმიერი უცხოელი ლაპარაკობს იმაზე, როგორ დაყავთ ქართველებს მანქანები და როგორ ანაგვიანებენ ყველაფერს".(?!) დასავლეთის ისტებლიშმენტს ობიექტურობასთან ერთად სჩვევია, რომ საკუთარი შეცდომები სხვას გადააბრალოს!..
ზუსტად ერთი წლის წინათ ვწერდი, რომ დასავლეთს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება 1993–99 წლებში ფორსირებულად უნდა განეხორციელებინა! დასავლეთმა (აშშ-მა!), გასული საუკუნის 90 – იანების პირველ ნახევარში გადაარჩინეს ელცინის რუსეთი, რადგანაც, აშკარა იყო საფრთხე იმისა, რომ კომუნისტები არჩევნებში დაამარცხებდნენ ელცინის “დემოკრატებს” და დაბრუნდებოდნენ კრემლში, რომლებიც პირველივე დღეებიდან დაიწყებდნენ სსრკ-ს აღდგენის პროცესს სამხედრო ძალით, რაც დასავლეთთან შეიძლება გადაზრდილიყო დიდ სამხედრო (ბირთვულის ზღვარზე) დაპირისპირებაში… და ეს სწორი პოლიტიკა იყო დასავლეთის მხრიდან (ამიტომაც “გადაყლაპეს” მათ აფხაზეთში ელცინის რუსეთის ქმედება)… მაგრამ, დასავლეთმა (ამერიკელებმა) დაუშვეს უმძიმესი გეოსტრატეგიული შეცდომა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებს, ვისაც სურვილი ჰქონდათ ნატოში გაწევრიანების, მათ დაუწესეს გარკვეული “დრო, წესები, საშინაო დავალებები” და ა.შ. – რომ ისინი ალიანსის წევრებად მიეღოთ…
ამერიკელებს ეგონათ, რომ რუსეთი მინიმუმ 20–30 წელი “ფეხზე ვერ დადგებოდა” და დასავლეთის დახმარების იმედად იქნებოდა, რაშიც მწარედ შეცდნენ.. ამერიკელებს ფორსირებულად უნდა განეხორციელებინათ ამ ქვეყნების “ნატოიზაცია”, სწორედ 93–99 წლებში, რასაც რუსეთი მაშინ ვერაფერს დაუპირისპირებდა.. ახლა, ისინიც და ჩვენც ამის ნაყოფს ვიმკით და ამის აღიარება ამერიკელებს არ უნდათ, ისევე, როგორც ევროპელებს, გადახედეთ, თუნდაც ევროკავშირში გაწევრების დროის ხანგრძლივობას, წესებს და პირობებს… ეს სრული მარაზმია, მეორეხარისხოვან–მეორად (“სექენდ ჰენდ”) საზოგადოებად გვთვლიან, არადა, არცერთ ევროპელ ერს არ დაუღვრია იმდენი სისხლი ქრისტიანული სარწმუნოებისთვის (რაზეც დგას დასავლეთი), რამდენიც დაღვარა ქართველმა ერმა… მაგრამ, რა ვქნათ, ძალა და სახსრები მათ აქვთ დასავლეთში, ჩრდილოეთით კი, – მონღოლოიდური რუსეთია.. ამიტომ, არჩევანი დიდი არა გვაქვს… ილიას, რაც უნდოდა, – “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”, – ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ქართველები, ჩვენი დღე და მოსწრება “ბალანსის ძიებაში და შენარჩუნებაში” ვიყავით, ჰოდა, როგორც ჩანს, თუ გვინდა, რომ რისკის ქვეშ არ დადგეს ჩვენი, როგორც სახელმწიფოს არსებობა და ტერიტორიული მთლიანობა, დღესაც (უკრაინის კრიზისის ფონზე) იგივე უნდა გავაგრძელოთ, რასაც ჩვენი ბრძენი წინაპრები აკეთებდნენ, ანუ – ბალანსი “უნდა მოინახოს, ოქროს შუალედი”! უნდა დაველოდოთ უკეთეს დროს და ვითარებას!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.