იაპონიაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ცნობილი იაპონელი რედაქტორისა და საქართველოს დიდი მეგობრის - რიოჰეი კომიამას შვილებს შეხვდა
18-02-2020, 17:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იაპონიაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ცნობილი იაპონელი რედაქტორისა და საქართველოს დიდი მეგობრის -  რიოჰეი კომიამას შვილებს შეხვდა.

 

 

რიოჰეი კომიამა (1916-2012) იაპონიაში ცნობილი გამომცემლობის დამაარსებელი იყო, რომელიც 1960-იანი წლებიდან ხშირად სტუმრობდა საქართველოს და მეგობრობდა ქართული კულტურის ისეთ გამოჩენილ მოღვაწეებთან, როგორებიც იყვნენ ლადო გუდიაშვილი, რეზო ჩხეიძე და ა.შ. ბატონ კომიამას განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ჰქონდა ლადო გუდიაშვილთან, რასაც მოწმობს მისგან მიღებული არაერთი წერილი, რომლებიც ნახატებთან ერთად გამომცემლობაში ინახება. მისი შვილების მონათხრობიდან ვიგებთ, რომ ნახატებიც თავად ავტორისგან საჩუქრად მიუღია. 



აღსანიშნავია, რომ რიოჰეი კომიამას ხელმძღვანელობით იაპონურ ენაზე ლადო გუდიაშვილის შესახებ წიგნი გამოიცა, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი მხატვრის ბიოგრაფია და შემოქმედებითი მოღვაწეობა. მან ასევე ორგანიზება გაუწია ქართული ზღაპრების კრებულის იაპონურ ენაზე თარგმნასა და გამოცემას. 

 


ბატონი კომიამა 2012 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მის მიერ დაარსებულ გამომცემლობაში ერთ-ერთი კუთხე დღესაც ქართული კულტურისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენას ეთმობა. გუდიაშვილის ნახატების გარდა, აქ ინახება იაპონურ ენაზე სხვადასხვა დროს გამოცემული ქართული ლიტერატურის ნიმუშები, ქართველი საზოგადო და კულტურულ მოღვაწეთა წერილები და იშვიათი ფოტოები.   

 


აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა, თეიმურაზ ლეჟავამ სოციალურ ქსელში იაპონელი მომხმარებლისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე მიაკვლია ნახატებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი