მიმდინარე წლის 23-27 იანვარს, ახალგაზრდული პროექტის „გაიცანი მსოფლიო და განავითარე შენი რეგიონის“ ფარგლებში ქალაქ ბაქოს 400-მდე ქართველი ახალგაზრდა სტუმრობდა.
მათ შორის მესტიის მუნიციპალიტეტიდან 15 ახალგაზრდა იმყოფებოდა. ჯგუფს მესტიის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში, დავით ნავერიანი ხელმძღვანელობდა. აზერბაიჯანში გამგზავრება „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებამ“ უზრუნველყო, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ახალგაზრდული პლატფორმაა საქართველოში.
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა მოინახულეს ქალაქ ბაქოს ღირსშესანიშნაობები, გაიცნეს საქართველოს მეზობელი სახელმწიფოსა და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის კულტურა. 26 იანვარს, ახალგაზრდებმა მოაწყვეს ფართომასშტაბიანი ღონისძიება - „ქართული დღეები აზერბაიჯანში“.
პროექტში ჩართული ახალგაზრდები მესტიის მუნიციპალიტეტის მერს მადლობას უხდიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.