უკრაინის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ტრაგიკული მოვლენებით შეშფოთებულია.
„უკრაინის აღმოსავლეთში ინტენსიური საომარი მოქმედებების განახლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა. შეშფოთებული ვარ ამ უკან გადადგმული ნაბიჯით. ვწუხვარ მოვლენების ტრაგიკული განვითარებით და ვიზიარებ უკრაინელი ხალხის ემოციებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 18 თებერვალს, დაახლოებით დილის 5:00 საათზე, პრორუსმა სეპარატისტებმა სოფელ ზოლოტოეს მახლობლად, უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან საარტილერიო ცეცხლის გახსნისა და შეტევის მცდელობის დროს ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.