საბურთალოს რაიონში არსებულ კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა
19-02-2020, 12:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებულ კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.  

 

 

როგორც მან აღნიშნა, ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს, 2009 წელს გასხვისდა და იქ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა. 

 

 

კახა კალაძის თქმით, ადგილმონაცვლეობის შესახებ ინვესტორთან აქტიური მოლაპარაკება  წარმატებით დასრულდა და კორტების ყოფილი ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.  

 

 

„წინა ხელისუფლებამ 2009 წელს კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი ჩაიდინა და საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული კორტების ყოფილი ტერიტორია ყაზახ ინვესტორზე გაასხვისა. რა თქმა უნდა, მოსახლეობის უკმაყოფილების მიუხედავად, იქ დაგეგმილი იყო კორპუსების მშენებლობა. ინვესტორს  ყველანაირი ნებართვა ჰქონდა კანონის ფარგლებში აღებული და ამ კონკრეტულ ადგილზე საცხოვრებელი სახლების აშენებას გეგმავდა. ჩვენი ჩართულობით, მას ამის შესაძლებლობა არ მივეცით. მინდა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში იყო ჩართული და ჩემს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. ასევე, მინდა გამოვყო ჩემი ყოფილი თანაგუნდელები - ლევან  გოგიჩაიშვილი და ვახტანგ შაქარაშვილი, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ საკითხის გადაწყვეტაში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღეს ჩვენს გუნდში აღარ არიან და ჩვენი გუნდის მისამართით, ხშირად არასწორი განცხადებების გაკეთებით გამოირჩევიან, მაინც ვალდებული ვარ, აღვნიშნო ამ ადამიანების როლი იმაში, რომ ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ ამ ქალაქისთვის კორტების ყოფილი ტერიტორიის დაბრუნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

როგორც თბილისის მერმა განმარტა, ამჟამად, მუნიციპალიტეტი ამზადებს აუქციონს, რომლის მიხედვითაც, ერთადერთი პირობა აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მოწყობა იქნება. აუქციონის პირობების მომზადების დროულად დასრულება კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, დაინტერესებულ პირებს კი აუქციონში მონაწილეობისკენ მოუწოდა. 

 

 

„რაც შეეხება  შემდეგ ნაბიჯს, გვინდა, გავყიდოთ ეს ტერიტორია - გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა, სადაც უნდა იყოს მითითებული, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა მოეწყოს სპორტული კომპლექსი. აქ იქნება ჩოგბურთის ოთხი კორტი, ერთი ღია ან დახურული საცურაო აუზი, სატრენაჟორო დარბაზი. ეს იქნება ცენტრი, რომლითაც ქალაქის მასშტაბით ყველა მსურველი, ყველა თაობის ადამიანი  ისარგებლებს. მინდა, ირაკლი ხმალაძეს ვთხოვო, რომ მომავალ კვირას აუქციონის გამოსაცხადებლად ყველა საჭირო დოკუმენტაცია მზად იყოს. აქვე მინდა, შევთავაზო ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც კი მსგავსი კომპლექსის მშენებლობის სურვილი აქვს, აუქციონში მონაწილეობა მიიღონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი