თბილისის მერიამ დიდ დიღომში არსებულ ე.წ. ანბანის სკვერში დაწყებული მშენებლობის დემონტაჟი უკვე მოახდინა და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, სკვერის აღდგენის სამუშაოებს დაიწყებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ადგილობრივ მოსახლეობას დაპირდა, რომ აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებდა და სკვერი პირვანდელ ფუნქციას დაიბრუნებდა.
„იცით, რომ „გუდვილის“ ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. ანბანის სკვერში გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა. არ ვიცი, რა პროექტი ხორციელდებოდა. აშენებული იყო ორსართულიანი შენობის კარკასი. ეს მიუღებელია და იცით, ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება. ჩვენ ადგილობრივ მცხოვრებლებს დავპირდით, რომ გამოვისყიდდით ამ ტერიტორიას ან ადგილმონაცვლეობას განვახორციელებდით და კონკრეტულ ადგილს თავის სტატუსს დავუბრუნებდით. შესაბამისად, ჩვენ დაპირება შევუსრულეთ დიდი დიღმის მოსახლეობას. დღეს ეს კონკრეტული ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. მშენებლობა გავაჩერეთ და დემონტაჟი მოვახდინეთ. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები, გაგვაქვს ნარჩენები და შემდეგ სკვერის მოწესრიგება-აღდგენას დავიწყებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, სკვერის რეაბილიტაციასთან ერთად, მუნიციპალიტეტი მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომ ჰაბს მოაწყობს.
„პარალელურად, მინდა გითხრათ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ განვათავსებთ 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომ ჰაბს. ჩვენს გაცემულ დაპირებებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და ყველა დაპირება იქნება შესრულებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.