პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოში ვიზიტით მყოფ უკრაინის პრეზიდენტის მუდმივ წარმომადგენელს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ანტონ კორინევიჩს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში და საქართველოში არსებულ ვითარებაზე, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის აგრესიასა და ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემებზე.
„ვისაუბრეთ იმ გამოცდილებაზე, რომელიც დღეს საქართველოს აქვს მოლაპარაკებების ფორმატებში და აგრეთვე, არანაკლები ინფორმაცია მივიღეთ უკრაინული მხარისგან იმ ვითარებაზე, რომელიც დღეს ყირიმში არის შექმნილი“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, მთავარი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით უცვლელია, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინასთან მიმართებაში და ამასთანავე, საკმაოდ მკაცრია აგრესორის მხარის მიმართ.
„ამ პოზიციის შენარჩუნებაში ძალისხმევის გაერთიანება არის მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, უკრაინაც და საქართველოც მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო მონაწილეობით მოლაპარაკებების ფორმატებში ამ დიალოგის შენარჩუნებას და განვითარებას“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.