"კვირის 20/30" -ის ყოფილი წამყვანი არჩილ გამზარდია თვლის რომ მისი, ინგა გრიგოლიას და ეკა მიშველაძის გადაცემების დახურვა ერთი და იგივე ჯგუფში გადაწყდა და ეს სავარაუდოდ, ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ გამზარდია მოსაზრებას Facebook-ზე გამოხატავს.
"გრიგოლიას, გამზარდიას და მიშველაძის გადაცემების დახურვა, როგორც ხერხი მათი პიროვნებების აქტიურობიდან ჩამოშორებისა, სავარაუდოდ, ერთსა და იმავე "სასტავში" მომწიფდა და მგონია, რომ ეს არ ყოფილა არც ივანიშვილის იდეა და მით უფრო ხაინდრავასი. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს უახლოეს გარემოცვაში ისეთი პირები, რომლებიც მისი სახელით მოქმედებენ და მისსავე დისკრედიტაციას ეწევიან ამ და სხვა მსგავსი ფორმებით.
ერთი სიტყვით, საინტერესო სასერიალო ინტრიგებია", წერს არჩილ გამზარდია.
გამზარდია მისი ამ სტატუსის ქვემოთ გაკეთებულ ერთ-ერთ კომენტარში თემაზე მსჯელობას განაგრძობს და ამბობს: "მისი [ბიძინა ივანიშვილის] გადაწყვეტილებები ხშირად არის ჭორებსა და ახლოს მყოფთა ენაგესლობაზე დაფუძნებული. მე შემხვედრია შემთხვევები, როდესაც მისი განწყობები და გარკვეული ფაქტები ერთმანეთისგან განსხვავებული იყო".

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.