აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მივიდა. მისი განცხადებით, ბოლო დროს ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს აჩენს.
„სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებს თვალს აჭარის მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს, უკვე მეორედ მოვედი და მაქვს სურვილი, რომ მხარეებს გავესაუბრო და გამოვხატო ჩემი პოზიციები. დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს არა უბრალოდ შიდა ორგანიზაციულ ცვლილებებს, არამედ კრიტიკული მაუწყებლობის ცვლილებას. ვფიქრობ, რომ არის საგანგაშო ვითარება. გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა. ჩვენ არაერთი სისხლის სამართლის საქმე გვაქვს მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან დაკავშირებით. ამ ფონზე, აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. მრჩეველთა საბჭო კრიტიკულად უნდა მიუდგეს საკითხს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შეფასდება, როგორც აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა“ ,- განაცხადა ლომჯარიამ.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე სტრუქტურული ცვლილებების განხილვას დღეს ხმაური მოჰყვა. ცვლილების მიხედვით, უქმდება სამსახურების უფროსების მოადგილეების, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.