რომან გოცირიძე: „ხელისუფლება ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარის შეტანას ვერ მიაღწევს“
19-02-2020, 17:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხელისუფლება ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარის შეტანას ვერ მიაღწევს, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრების ცალ-ცალკე გამართვის საკითხს. მისი თქმით, ეს მოლაპარაკების ჩაშლის მორიგი მცდელობაა.

 

 

„როგორც ჩანს, ცალ-ცალკე მოლაპარაკებებს იწყებენ. ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარის შეტანას ვერ მიაღწევენ. ეს არის პრინციპი „გათიშე და იბატონე“, მაგრამ ამით ვერაფერს მიაღწევენ. თუ ვინმე მოლაპარაკებაზე მივა, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ სერიოზული პარტია „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაზე არ დაჯდება. ეს არის დროის გაწელვის ნაცადი ფანდი. როცა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ყველა რესურსი ამოიწურება, შემდეგ იტყვიან, რომ სამართლებრივი შესაძლებლობები აღარ არსებობს ცვლილებების მიღებისთვის. მოლაპარაკებები იყო შეგნებულად არაკონსტრუქციული, რათა დრო გაეწელათ. დიალოგი შედეგის მიღწევისთვის არ იყო დაგეგმილი. „ქართულ ოცნებას“ ცვლილებები არ უნდა, რადგან მათი ყველა შეთავაზება უგნურია”, – განაცხადა გოცირიძემ.

 


პარტია „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ცნობით, მისი თანაპარტიელი იაგო ხვიჩია 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი