საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროსაბჭოს ანტიდისკრიმინაციული დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა
19-02-2020, 17:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნინო ცაციაშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტრასბურგში ევროსაბჭოს ანტიდისკრიმინაციული დირექტორატის ხელმძღვანელს - ჯეროენ შოკენბროკს შეხვდა.

 

 

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და ამავე დეპარტამენტის ბავშვთა უფლებების განყოფილების წარმომადგენლებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღწეული პროგრესისა და გამოძიების გაუმჯობესებული ხარისხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა.

 

 

შეხვედრაზე ნინო ცაციაშვილმა დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიმართულებით არსებულ პროგრესსა და გაუმჯობესებულ სტატისტიკაზე ისაუბრა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს წარუდგინა ახალი გეგმები სამინისტროში არასრულწლოვანთა სპეციალიზებული დანაყოფის შექმნის შესახებ, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელი იქნება არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებაზე.

 

 

შეხვედრის ფარგლებში, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა არსებული პროგრესი დადებითად შეაფასეს და ახალი დანაყოფის დაარსების მხარდაჭერასთან დაკავშირებით ინტერესი გამოთქვეს.

 

 

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - ნათია მეზვრიშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გენდერისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი