საქართველოს პრემიერ მინისტრი პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტს შეხვდა
19-02-2020, 18:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გვსურს, საქართველოს მთავრობასთან ერთად შევიმუშაოთ ავიაკომპანიების მოზიდვის სქემა, რათა შეიქმნას ახალი მარშრუტები და საქართველო მოგზაურთა დანიშნულების ქვეყნად იქცეს,"- განაცხადა პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტმა, აუგუსტინ დე რომანემ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

 

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო ფრენებისა და აეროპორტების ბიზნესის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის, მათ შორის, ევროკავშირთან როგორც პირდაპირი კავშირების უზრუნველყოფის, ისე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად განვითარებისთვის.

 

 

აუგუსტინ დე რომანეს თქმით, შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოში ტურიზმის განვითარების გზებსა და პარიზის აეროპორტების გაერთიანების კომპანიის მზაობას - ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით.

 

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების გზები. საქართველოს ისტორია და ბუნება სრულიად შთამბეჭდავია, ტურისტები მთელი მსოფლიოდან უნდა მოვიზიდოთ,"- აღნიშნა აუგუსტინ დე რომანემ.

 

 

პარიზის აეროპორტების გაერთიანება, კომპანია TAV-ის ძირითადი აქციონერი, აქციების 46%-ის მფლობელი კომპანიაა.  პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო TAV Georgia-სთან დაკავშირებულ საკითხებს,  კერძოდ, აეროპორტის ოპერირების წესსა და იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ოპერატორის მიმართ - ტარიფების,  ინფრასტრუქტურისა და პირდაპირი ფრენების ქსელის გაფართოების, აგრეთვე, ფრენების დროის მენეჯმენტის თვალსაზრისით.

 

 

საქართველოს მთავრობასთან ეფექტური თანამშრომლობის მიზნით, კომპანიის მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეიქმნება სამუშაო დოკუმენტები და სამოქმედო გეგმა.

 

 

როგორც TAV-ის ძირითადი აქციონერი კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრისას აღნიშნეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს რესურსი, გრძელვადიან პერსპექტივაში, განვითარდეს და დამატებით, 5 მლნ მგზავრს მოემსახუროს. კომპანიამ გამოთქვა მზაობა დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაზე და საუბარი შეეხო საქართველოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხს.

 

 

პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტმა აუგუსტინ დე რომანემ აღნიშნა, რომ კომპანია მზად არის, საქართველოში, კერძოდ, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში, გამოგზავნოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომლებიც, მსოფლიოს მასშტაბით, აეროპორტების განვითარების გეგმებზე მუშაობენ.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილი ესწრებოდა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი