ლევან გოგიჩაიშვილი: „ვანო მერაბიშვილმა დაიმხოს თავისი ავეჯი, მისი დასამხობი ქვეყანაში არაფერია“
20-02-2020, 11:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ვანო მერაბიშვილის დასამხობი ქვეყანაში არაფერია, ასეთი ადამიანები ხელისუფლებაზე ოცნებას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ, – განაცხადა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

 

გოგიჩაიშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილი საქართველოს ისტორიაში "სამარცხვინო ლაქაა".

 

 

„ვანო მერაბიშვილის დღევანდელი განცხადება არის „ქართული ოცნების“ არასწორი პოლიტიკა, რაზეც წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მივუთითებდით მართვის სისტემურ კრიზისზე, რომელიც მან აირჩია ორმაგი თამაშებით. ხან „ნაციონალებს“ ეთამაშა, ხან „ევროპულ საქართველოს“, თან მექრთამე ყოფილ ჩინოვნიკებს გაურიგდა. კეზერაშვილთან დალაგდა, ყველა სასამართლო მოაგებინა. ამ ორმაგმა თამაშმა გამოიწვია, რომ ვანო მერაბიშვილი დღეს გვემუქრება სახელმწიფოს დამხობით. ე.ი. ტყუილად ვწვალობთ, საარჩევნო მოდელებს ვეძებთ, რომ ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულად ჩავატაროთ. უცებ ვანო მერაბიშვილი გამოდის და გვთავაზობს, მარტივ რეცეპტს ხელისუფლების შეცვლას, დამხობით. სახლში რომ მივა, თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი, თავზე დაიმხოს, რაც დასამხობი აქვს. ვანო მერაბიშვილის დასამხობი ქვეყანაში არაფერია. დემოკრატიული განვითარება და არჩევნები გვჭირდება. ასეთი ადამიანები ხელისუფლებაზე ოცნებას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ. ქვეყანაში უნდა დასრულდეს, რომ ვაის რომ გაეყრები, უის შეეყრები. შეიძლება, ვანო მერაბიშვილი თავს იმხნევებს და ძლიერობს. როცა პატიმარი იყო, თავს ვიკავებდი კრიტიკისგან და დელიკატიურობის მომენტი იყო. როცა თავისუფალია, არაფერს არ მოვერიდებით. ვანო მერაბიშვილის დასამხობი შეიძლება იყოს ის, რასაც ფლობს. პოლიტიკაში შანსი შეიძლება ჰქონდეს, ადამიანები დახვდნენ და ის ადამიანი მოსწონთ, ვინც წლების განმავლობაში ადამიანებს ხოცავდა. გერმანიაშიც არიან ადამიანები, ვინც ჰიტლერს აღმერთებდნენ და კონცლაგერებს ელოდებიან. როგორც ჩანს, ადამიანები არსებობენ, ვინც ამისგან სიამოვნებას იღებენ“, – განაცხადა ლევან გოგიჩიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი