საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
როგორც გახარია აღნიშნავს, ქრისტოფერ სოჩასთან კონსტრუქციული შეხვედრა შედგა.
„მქონდა პატივი, შევხვედროდი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელს. ჩვენ განვიხილეთ აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. გარდა ამისა, გვქონდა კონსტრუქციული დიალოგი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართულ მიმდინარე ძალისხმევასთან დაკავშირებით“,- წერს გიორგი გახარია Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.