დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ, არც აწი გამოუვათ,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომელიც მან ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ გააკეთა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლების მიზანი ძლიერი საქართველოა, რომელიც არის შესაძლებლობების და არა გადატრიალებების და დამხობების ქვეყანა.
„საერთოდ არ მინდოდა დღეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელი დღეა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, უნდა ვაკეთოთ და ვშრომობთ, რათა ეს ქვეყანა იყოს გამოწვევების და დამხობების ქვეყანა კი არა, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ქვეყანა. საერთოდ ეს გუშინდელი ძალადობრივი დღეა, დღეს თავისუფლების პირველ წუთებზე ადამიანმა თქვა, რომ დავამხობო სიტყვა-სიტყვით, დავასრულებ კი არ უთქვამს ან შევცვლი კი არ უთქვამს, თქვა რომ დავამხობო. მოდით, ასე შევთანმხდეთ, რომ ჩვენ ვიყურებით წინ მომავლისკენ. დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ, არც აწი გამოუვათ. ჩვენი მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრიალებების, დამხობების და იმ უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.