[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
მან საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ხელისუფლება და პრეზიდენტი მარგველაშვილი კოჰაბიტაციის დასრულების თაობაზე წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების შესრულებას არ აპირებს.
"საქართველოს მოსახლეობამ უკვე დიდი ხანია, დაინახა, რომ არანაირი კოჰაბიტაციის დასრულება არ იგეგმება. ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობასა" და ხელისუფლებას შორის შეხმატკბილებულ ურთიერთობას ვხედავთ. ამ განცხადების საფუძველს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის დღევანდელი განცხადება მაძლევს, სადაც ის საუბრობს, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერებას, რებრენდინგს გულშემატკივრობდა და წუხს, რომ ეს პარტია ამას ვერ ახერხებს.
ვფიქრობ, მისმა ამ განცხადებამ და "ნაციონალური მოძრაობის" ვერგაძლიერების გამო გოდებამ, უნდა მიგვაღებინოს გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში ისეთი პარლამენტი მოვითხოვოთ, რომელიც საქართველოს მოსახლეობის განწყობას რეალურად ასახავს. ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ საკითხი უნდა დაისვას და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის დღევანდელმა განცხადებამ ამაში ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაარწმუნოს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" გარიგებულები არიან. ამასთან ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა ვერ მოახერხა.
"მარგველაშვილი გვარწმუნებდა, რომ 28 ოქტომბერს კოჰაბიტაცია დასრულდებოდა, თუმცა ამის სანაცვლოდ "ქართული ოცნება" აგრძელებს მცდელობას, ქვეყანაში ორპარტიული სისტემა ჩამოაყალიბოს. გასაკვირი არაა ამ ყველაფრის შემდეგ ქვეყანაში სამართლიაონობის აღდგენა რატომ არ ხდება, დამნაშავეები რეალურად რატომ არ ისჯებიან, რატომ დადის სააკაშვილი და ყველას მორალს გვიკითხავს, რატომ არავის დაუბრუნდა საქართველოში წართმეული ქონება გარდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისა და ა.შ.", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.