შესაძლოა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს
09-09-2015, 00:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ნეპოტიზმის ფაქტების გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს, – ამის შესახებ ემზარ გოგუაძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.


„ჩვენ კანონის მიხედვით გვაქვს უფლება, სამეურვეო საბჭოს წინაშე გიორგი ბარათაშვილის იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ.


ამის გარდა, ჩვენ გვაქვს სამეურვეო საბჭოს ცალკეული წევრისა და მთლიანად სამეურვეო საბჭოს სრული შემადგენლობის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების უფლება პარლამენტის წინაშე. ჩვენ, ნეპოტიზმის ფაქტების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, ჩვენ მხოლოდ გვაქვს მედიაში გაჟღერებული ინფორმაცია, ეს არ არის დახურული და ადვილად მოსაპოვებელი ინფორმაციაა ჩვენი მხრიდან. აქ უნდა გაიყოს საკითხი – არის ნეპოტიზმის საკითხი, თუ არის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი. როცა ნათესავებზეა საუბარი, როცა მეუღლეზეა საუბარი და თუ ამას შვილიც ემატება, მაშინ ნეპოტიზმთანაც გვაქვს შეხება და ინტერესთა კონფლიქტთანაც“, – განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ.


შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ნეპოტიზმის ფაქტებში ამხილეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობენ გიორგი ბარათაშვილის მეუღლე და ნათესავები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი