„ოჯახისთვის და ქვეყნისთვის უდიდესი დანაკარგია დიდი ქართველი რეჟისორი, რომელმაც, რა თქმა უნდა, თავისი უკვდავი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში და ჩვენ, ყველანი ერთად ვაცილებთ მას,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიორგი შენგელაიას დაკრძალვაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, გიორგი შენგელაია ქართული კულტურისთვის უდიდესი დანაკლისია.
„ეს არის დიდი დანაკლისი, როგორც საზოგადოებისთვის, ისე ქვეყნისთვის, ოჯახისთვის პირველ რიგში და, რა თქმა უნდა, ქართული კულტურისთვის,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.