საპატრიარქოს პაატა ბურჭულაძის მიერ ღვთისმშობლის კვართის თბილისში ჩამობრძანების საკითხზე ეკლესიასთან შეუთანხმებლად მსჯელობა დაუშვებლად მიაჩნია
09-09-2015, 01:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საპატრიარქო ზუგდიდის მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართის თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში ჩამობრძანებასთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძის მიერ გაკეთებულ შეთავაზებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ასეთ თემებზე ეკლესიასთან შეუთანხმებლად მსჯელობა მიუღებელია.


“ბატონ პაატა ბურჭულაძის მიერ ზუგდიდელებთან ახლახან გაკეთებულმა შეთავაზებამ ზუგდიდის მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართის თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში, ა.წ. 21 სექტემბერს ჩამობრძანების შესახებ, ამ სიწმინდესთან მიმართებაში არსებული ისედაც დაძაბული ვითარება უფრო გაამწვავა, რადგან საზოგადოების ნაწილმა ეს ნათქვამი საქართველოს საპატრიარქოსთან დააკავშირა. ვაცხადებთ, რომ ბატონ პაატა ბურჭულაძის მიერ გახმოვანებული ზემოაღნიშნული აზრი არის მისი იდეა. ასეთ თემებზე კი ეკლესიასთან შეუთანხმებლად მსჯელობა დაუშვებელად და მიუღებელად მიგვაჩნია. რაც შეეხება ღვთისმშობლის შობის დღეს (21 სექტემბერი) ღვთისმშობლის კვართის ხობის მონასტერში გადაბრძანების სურვილს, ამისი საფუძველი, მართალია, არსებობს, რადგან ისტორიულად ეს სიწმინდე ხობის მონასტერში იყო დაცული, მაგრამ ბოლო წლების მოვლენებმა აჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოება ამისთვის ჯერ მზად არ არის, რადგან არ შეიძლება ეს პროცესი გაუგებრობის, დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე განხორციელდეს, არამედ ლიტანიობით უნდა აღესრულოს და საერთო სიყვარულითა და სიხარულით უნდა იყოს მოცული.


ყველა საქმეს თავისი დრო აქვს. მით უმეტეს ეს უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დიდ საუნჯესთან მიმართებაში. ღვთისმშობლის პერანგი ერთიანი საქართველოს ისეთივე სიმბოლოა, როგორც სვეტიცხოველში დაკრძალული უფლის კვართი. მათი მადლი კი ყველგან შეეწევა მორწმუნეთ”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი