ვიდეო - მიხეილ სააკაშვილი: „მერაბიშვილმა დასცინა, სახეში შეაფურთხა ამათ და ყველაფერზე უთხრა უარი და ეს მეტყველებს რამდენად უფრო ძლიერია ვანო, ვიდრე მთელი ეს ნაგვები, რომლებიც მას ამდენი ხანი ავიწროებდნენ“
21-02-2020, 00:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვანო მერაბიშვილი იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას და პატივისცემასდა ჩემგან იმსახურებს დიდ მადლიერებას იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი გაიყვანეს საკნიდან და უთხრეს: აი, ახლა გაძლევთ ბევრ ფულს, წადი უცხოეთში ჩემს შვილებთან ერთად, მაგრად იგრიალე, იგუგუნე და დაწერე რაა, რომ ჟვანია მოკლეს და რა თქმა უნდა სააკაშვილმა ალბათ; რომ სააკაშვილს აქვს ანგარიშები სხვადასხვა ქვეყნებში“, განაცხადა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

 

 

„მერაბიშვილმა დასცინა, პრაქტიკულად სახეში შეაფურთხა ამათ და ყველაფერზე უთხრა უარი და კიდევ რამდენიმე წლით შეაბრუნეს საპატიმროში და ეს მეტყველებს რამდენად უფრო ძლიერია ვანო, ვიდრე მთელი ეს ნაგვები, რომლებიც მას ამდენი ხანი ავიწროებდნენ, მაგრამ ერთი რამე რაც უნდა ითქვას, ახლა დრო არ არის ნიშნის მოგების და ანგარიშსწორების, ახლა არის შერიგების დროს... პარტიებად დაყოფის დრო არ არის და არც ვიღაცაზე შურისძიების დრო არ არის და არც არასდროს არ უნდა იყოს საქართველოში იმიტომ, რომ დავემსგავსებით ამ გნომს, ამ ქონდრისკაცს, ივანიშვილს“, აღნიშნა სააკაშვილმა, რომელიც თავისი კაბინეტის ყველაზე გავლენიან მინისტრს, ვანო მერაბიშვილს რამდენიმე დღის წინ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ურჩევდა ჯერ თავის ოჯახთან ერთად ცხოვრებით და მსოფლიოში მოგზაურობით დამტკბარიყო და ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება დაუბრუნდებოდა თუ არა პოლიტიკას, რადგან „იმის გათვალისწინებით, რაც მას ივანიშვილმა გაუკეთა, ალბათ არ იქნებოდა სწორი“ პროცესებში „პირდაპირ გადაშვება“.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი