ვიდეო - ვანო მერაბიშვილი: გადამაფარეს და ისე წამიყვანეს ციხის საკნიდან ღამე, მიმიყვანეს ფარცხალაძესთან, რომელმაც შემომთავაზა, რომ მე საქართველო დამეტოვებინა და ამისათვის უნდა მეთქვა, რომ მოხდა ჟვანიას მკვლელობა და მემხილებინა სააკაშვილი
21-02-2020, 09:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პატიმრობიდან გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილი იხსენებს, თუ როგორ გაიყვანეს ციხის საკნიდან „გადაფარებულ“ მდგომარეობაში და როგორ მიიყვანეს იმჟამინდელ გენერალურ პროკურორთან, ფარცხალაძესთან.

 


„მთავარ არხთან“ ინტერვიუში სააკაშვილის ხელისუფლების გავლენიანი შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერ მინისტრი, აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ მას საქართველოდან თავისუფლად გაშვებას და „მოპარული ფულის“ გატანას ჰპირდებოდნენ.

 

 

 

 


„მე ვარ გაკვირვებული და შეურაცხყოფილი, როცა მე გამიყვანეს ციხის საკნიდან... გამიყვანეს ღამე, მიმიყვანეს ფარცხალაძესთან, ახლა დეტალებს არ მოვყვები, იქ სასჯელაღასრულების დეპარტამენტის უფროსი იყო, ამაზე ვისაუბრე, შემომთავაზა, რომ მე საქართველო დამეტოვებინა და იმისათვის, რომ დამეტოვებინა საქართველო, მე უნდა მიმეცა, მე უნდა მეთქვა, რომ ჩვენი მთავრობის დროს მოხდა ჟვანიას მკვლელობა, რომ მემხილებინა სააკაშვილი, რომ სააკაშვილს მილიონები აქვს შვეიცარიის ბანკში თუ რაღაც, რა ვიცი, შვეიცარიისა თუ სხვების, რა ვიცი, სიმართლე გითხრათ, უფრო კონკრეტულად რას ითხოვნდნენ, იქამდე საქმე აღარ მისულა იმიტომ, რომ როცა მივხვდი ტონალობაში, შემოთავაზება როცა დაიწყო, მე ვუთხარი რომ არასერიოზულია მათი მხრიდან ეს. მე შეურაცხყოფილი დავრჩი იმით, რატომ ჩათვალეს რომ შეიძლებოდა ამაზე დალაპარაკება... სანაცვლოდ მპირდებოდნენ, რომ მე გამიშვებდნენ საქართველოდან თავისუფლად, მოპარულ ფულს გამატანინებდნენ ასე ვთქვათ... შეურაცხყოფილი დავრჩი იმით, რომ გადამაფარეს და ისე წამიყვანეს, გადაფარება რაში სჭირდებოდათ, ვერ მივხვდი... ის (ფარცხალაძე) მიხვდა, რომ არაფერი არ მოხდებოდა“, განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი