მეკობრეების მიერ ოთხი ქართველი მეზღვაურის გატაცებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, უწყება კონტაქტზეა საბერძნეთში გენერალურ საკონსულოსთან და ტარდება შესაბამისი ზომები.
„გვაქვს ინფორმაცია, ყველა ჩვენი პარტნიორი ჩართულია. ყველა ზომას ვიღებთ, რომ ქართველი მეზღვაურები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.