ცენტრალური საარჩევნო კომისიის (და ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგი გაიარეს
21-02-2020, 12:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგი გაიარეს. 

 

 

სწავლება ცესკოს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა  და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მისივე თქმით საარჩევნო ადმინისტრაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან მომავალში მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს, - „ამ ფორმატში ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებთან. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტრენინგების ჩატარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას, განმტკიცებას და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც პერსონალურ  მონაცემებთან მიმართებაში ცესკოს შეიძლება ჰქონდეს“. 

 

 

პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება; მონაცემთა დამმუშავებლის ვალდებულებები;  პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება; საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებების მიმოხილვა; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ზოგადი მიდგომები და რეკომენდაციები - ამ საკითხებზე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ტრენინგი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პროექტების და სამართლებრივი ანალიზის მენეჯერმა მარიამ ელყანაშვილმა და იურისტმა მაია დემეტრაშვილმა ჩაატარეს. 

 

 

„გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო წელია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გეგმავს ცნობიერების ამაღლების აქტიურ კამპანიებს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით, მათ შორის საარჩევნო პროცესებში. სწორედ ამ ფარგლებში დღეს ცესკოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომლის მონაწილეებმაც მიიღეს ინფორმაცია საკანონმდებლო ვალდებულებების  შესახებ, ასევე განვიხილეთ პრაქტიკული მაგალითებიც“,-აღნიშნა მარიამ ელყანაშვილმა.

 

 

ტრენინგში ცესკოს და სწავლების ცენტრის 20-მა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

 

 

მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ერთობლივი ტრენინგებისა  და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების შესახებ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია 16 იანვარს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. მარტის დასაწყისში დაგეგმილია ტრენინგი საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, რომლებიც, შემდგომ, ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს გაუზიარებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი