ინგა გრიგოლია: ყველამ კარგად ვიცით ქობულეთური ზღვისპირა შეხვედრები, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილს ე.წ. ჯგუფი რჩევებს აძლევდა
09-09-2015, 01:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მაქვს ეჭვი, რომ ტელეკომპანია "იმედმა" შეასრულა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის ავტორიც არის ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში, მისი გადაცემის დახურვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.


მისივე აზრით, "რეაქციის" დახურვა "არის დიდი გეგმის ნაწილი". "ვწუხვარ, რომ "იმედმა" ასე ადვილად დათმო პოლიტიკური თოქ-შოუები. მე მაქვს მოსაზრება, რომ ეს არის დიდი გეგმის ნაწილი. ყველამ კარგად ვიცით ქობულეთური ზღვისპირა შეხვედრები, რომლებზეც ე.წ. ჯგუფი ბიძინა ივანიშვილს რჩევებს აძლევდა.

სხვათა შორის, ამ ჯგუფში შედიან ჩემი უკვე ყოფილი მეგობრებიც და როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, ასეთი ტიპის შეხვედრებზე ჩემს გადაცემაზეც იყო საუბარი და სხვა გადაცემებზეც. რა არის ეს, სად ვართ?!", - აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.


ჟურნალისტის თქმით, პირველი ადამიანი, რომელიც გადაცემა "რეაქციის" დახურვის გადაწყვეტილების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა, საქართველოს პრეზიდენტი იყო.


"პრეზიდენტი იყო პირველი ადამიანი, ვისაც მე ვესაუბრე. როგორც კი ეს გადაწყვეტილება გახდა ჩემთვის ცნობილი, მე მას მივწერე შეტყობინება, პრეზიდენტმა პირადად გადმომირეკა, მოისმინა და იყო ძალიან კარგი და ძალიან მკვეთრი თავის განცხადებაში, რომელიც გააკეთა. პრეზიდენტისთვის აღმოჩნდა ცალსახად მიუღებელი გადაცემის დახურვა. მისი პირველი რეაქცია იყო ის, რომ გაუკვირდა", - აღნიშნა ჟურნალისტმა.


გრიგოლიას ინფორმაციით, გადაცემის დახურვის მიუხედავად, სამსახურიდან გათავისუფლებული ჯერ კიდევ არ არის. "მე ჯერ კიდევ არ ვარ გათავისუფლებული. ასე რომ, ველოდები, როდის დაიწერება ბრძანება და წამოვალ. რა თქმა უნდა, მე იქ აღარასოდეს დავბრუნდები", - განაცხადა გრიგოლიამ და დასძინა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო "იმედის" ხელმძღვანელობისგან შესაბამისი კომპენსაციის მიღებას არ აპირებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი