ბონდო მძინარაშვილი: „ამიტომ არის ნათელაშვილი გარეწარი!“
21-02-2020, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნათელაშვილი ბოროტი და შურიანი ადამიანია: კარგად იცოდა, რომ წუხანდელ მის გამოსვლას ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ ყურადღებას არავინ მიაქცევდა, რადგან მთელი საინფორმაციო სივრცე მერაბიშვილმა დაიკავა და ის მხოლოდ თემის დანამატად სჭირდებოდათ. ამიტომ, როგორც ბოღმა ადამიანებს სჩვევიათ, ისეთი რამ თქვა, რაც ხალხის ყურადღებას მიიპყრობდა. ეს იყო დიდი ტყუილი, თითქოს აფრასიძეების წინააღმდეგ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაცია კალაძემ დააფინანსა“, წერს „ფეისბუქზე“ ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი და განაგრძობს:

 

 

„გახსოვთ, ალბათ, 2004 წლის მარტში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა, ვერტმფრენებით ავიდნენ ეცერში, აფრასიძეების სახლ-კარი გადაბუგეს, მამა-შვილი აფრასიძეები კი დახოცეს.

 

 

ამ მოულოდნელმა განცხადებამ ინგა გააკვირვა, ნათელაშვილმა კი რაიმე მტკიცებულება კი არ წარმოადგინა, უტიფრად დაამატა, - აგერ არის კალაძე და ჰკითხეთო.

 

 

ინგას პასუხზე, - ახლა მაშინდელი შსს მინისტრი გია ბარამიძე იქნება სტუმრად და ვკითხავ, ის თუ დაადასტურებსო, - ნათელაშვილმა კვლავ უტიფრად განაცხადა, - ეგ მინისტრი იყო და უფლება აქვს, საიდუმლო არ თქვასო.

 

 

დააკვირდით, როგორი გარეწარია:

 

 

კალაძის მიმართ ბრალდება წარმოისროლა ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ აქვს და, - კალაძეს ჰკითხეთ, ბარამიძე არაფერს იტყვისო.

 

 

ბარამიძემ ყველაფერი კატეგორიულად უარყო, მაგრამ წამოსროლილი ბრალდება ხომ დარჩა?!

 

 

ამიტომ არის ნათელაშვილი გარეწარი!“

 

კომენტარები: 1
#1   ლუკა
      
შალიკო ნათელაშვილზე ბინძური ,გარეწარი და გამყიდველი არაკაცი ქართულპოლიტიკაში არ არის.ეგ ფულის გულისთვის ნახეთ კიდევ რამდენ სიბინძურეს ჩაიდენს.
21 თებერვალი 2020 09:03
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი