„რუსეთის აგრესიული ქმედებები კარგად ნაცნობია ქართველი ხალხისათვის, მათ შორის კიბერ-თავდასხმებიც“ - გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე
21-02-2020, 17:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2020 წლის 20 თებერვალს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის დებატის ფარგლებში დღის წესრიგის 63-ე საკითხზე, თემაზე: „ვითარება უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.
 


გამოსვლაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ისაუბრა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის დეტალებზე, ქვეყანაში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის  ფართომასშტაბიან მილიტარიზაციაზე. თავის გამოსვლაში იმნაძემ ყურადღება გაამახვილა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდულ ომზეც, რაც  ტყუილსა და ფალსიფიკაციებზე დაფუძნებულ პროპაგანდას, ეკონომიკურ წნეხს, ენერგო-ბლოკადასა და კიბერ-თავდასხმებს მოიცავს.
 


გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია არახალია, ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენება ჯერ კიდევ 1991 წელს დაიწყო და რომ ყირიმის ანექსიას წინ უძღვოდა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია.  „რუსეთის აგრესიული ქმედებები კარგად ნაცნობია ქართველი ხალხისათვის, მათ შორის კიბერ-თავდასხმებიც. ბოლოდროინდელი თავდასხმის გამოძიების შედეგები დღეს გასაჯაროვდა და პარტნიორმა სახელმწიფოებმა უკვე გააკეთეს შესაბამისი განცხადებებიც. რუსეთის დესტრუქციული ქმედებები მისი სუვერენული მეზობლების წინააღმდეგ არღვევს ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“- განაცხადა იმნაძემ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი