გიორგი გახარია: „საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდობა, სტუდენტობა იყოს უფრო წარმატებული“
21-02-2020, 18:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები გახლავთ თვითმმართველობა და სტუდენტობა. თვითმმართველობა არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის მომავალი,  - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას.

 

 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილების მიღება ნელ-ნელა და სულ უფრო ეფექტურად გადადის თვითმმართველობის დონეზე. გიორგი გახარიას თქმით, სტუდენტები არიან  ის ადამიანები,  რომლებმაც  ახლო მომავალში გადაწყვეტილებები ადგილზე უნდა მიიღონ. 

 

 

„რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა მაღალი კომპეტენცია, ძლიერი, ხარისხიანი განათლება და სწორედ ამიტომ დაიწყო საქართველოს მთავრობამ განათლების სისტემური რეფორმა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ.  სტუდენტური განათლება ამ რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შეამჩნევდით, რომ ეს რეფორმა დაიწყო, პირველ რიგში, საშუალო განათლების დონიდან და ახლა, უკვე გრძელდება სტუდენტური განათლების ნაწილში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს პირდაპირ, მიზანმიმართულად არის განხორციელებული იმისთვის, რომ სკოლა უნდა იყოს ძლიერი, შემდგომ უმაღლესი განათლება უნდა იყოს ძლიერი, შემდგომ მეცნიერება უნდა იყოს ძლიერი და ეს არის სისტემურობის გამომხატველი კომპონენტი, საერთოდ განათლების რეფორმის", -  განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

 

პრემიერ-მინისტრმა ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა სტუდენტების როლზე, რომლებმაც ქვეყნის ხვალინდელ დღეზე უნდა დაიწყონ ზრუნვა. 

„რაც შეეხება დღევანდელ შეკრებას, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვნად ვთვლი ამ ღონისძიებას. ასევე, რა თქმა უნდა, ჩემთვის პატივია დღეს აქ ვიყო და მქონდეს საშუალება მოგმართოთ თქვენ მარტივი მიზეზის გამო, ეს ქვეყანა თქვენია, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველასია, მაგრამ პირველ რიგში თქვენია. თქვენ ის ხალხი ხართ, რომლებმაც დღეს უკვე უნდა დაიწყოს ზრუნვა ამ ქვეყანაზე, მის ხვალინდელ დღეზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ საქართველო ყველასია, მაგრამ თქვენი უფრო არის, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ თქვენი პასუხისმგებლობა უფრო მეტია. თქვენ რომ აქ სხედხართ დღეს და ეს ნაბიჯი გადადგით, იყოთ როგორც სტუდენტური საზოგადოების, ისე თვითმმართველობის ნაწილი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ აქტიური ახალგაზრდები ხართ, ეს ნიშნავს, რომ გააზრებული გაქვთ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს  და ქვეყნის წინაშე და არ ხართ მხოლოდ და მხოლოდ იმ პოზიციაში, რომ სხვისგან დახმარებას ელით და რაღაცას მოითხოვთ, არა. თქვენ პროაქტიულად ნაბიჯებს დგამთ. მინდა, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ ", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა. 

 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდობა, სტუდენტობა იყოს უფრო წარმატებული. 

 

 

„ყველა ის ნაბიჯი - განათლების სისტემაში რეფორმა, სხვადასხვა ფორმებით ახალგაზრდების ბიზნესში ჩართულობის წახალისება, ახალგაზრდების მეცნიერული მიღწევების წახალისება - ყველაფერი ეს კეთდება იმისთვის, რომ ქართველი ახალგაზრდები გლობალურ კონკურენციაში იყვნენ ძლიერები. მათ შეეძლოთ, გაუწიონ, პირდაპირ მიიღონ მონაწილეობა გლობალურ კონკურენციაში. სხვანაირად ჩვენ ამ ქვეყნის მართვა გაგვიჭირდება. თქვენ, ყველას კარგად გესმით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რასაც დღეს და ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა აკეთებს, ჯერ ჩვენ კიდევ ეკონომიკურად სუსტ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და დიდი ნაწილი მოვა თქვენზე. წარმატებებს გისურვებთ დღევანდელი ფორუმი დარწმუნებული ვარ, იქნება ეფექტური და მოგცემთ საშუალებას კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგათ წინ თქვენი პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის ამაღლებაში", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. 

 

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის'' მიზანია, მუნიციპალიტეტების საკრებულოების ახალგაზრდა წევრთა ერთიან ფორმატში რეგულარული შეხვედრის გზით, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება.  ფორუმს დელეგატის სტატუსით ესწრებიან საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს 21 წლიდან 29 - წლამდე წევრები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი