საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ღვინის მწარმოებელ კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობა იწყება.
პირველ ეტაპზე, კომპანია გეგმავს დუალური პროგრამების განხორციელებას თელავის პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით და ასევე, რეგიონის მოსახლეობისთვის პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შეთავაზებას.
ამ მნიშნელოვან სიახლესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი „მეღვინეობა ხარებასა“ და კოლეჯ „პრესტიჟის“ წარმომადგენლებს ყვარელში შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს პროფესიული განათლების შესაძლებლობები კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ დუალური პროგრამების დანერგვით მნიშვნელოვნად გაიზარდა პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და მათი კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე.
თამარ ქიტიაშვილი: „მოხარული ვარ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში გაჩნდება პროფესიული განათლების მიწოდების ახალი შესაძლებლობა; ეს არის მისასალმებელი ფაქტი ვინაიდან კერძო კომპანიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობა არის საუკეთესო ფორმატი პროფესიული განათლების განვითარებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს თანამშრომლობა ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს.“
დუალური სწავლებისას კერძო კომპანია და პროფესიული კოლეჯი ერთობლივად გეგმავენ და ახორციელებენ პროგრამას, სტუდენტი სწავლის პროცესში მნიშვნელოვან სამუშაო გამოცდილებასაც იღებს. კომპანიასთან ამგვარი თანამშრომლობა სიახლეა კოლეჯ „პრესტიჟისათვის“, რომელიც თელავში ფუნქციონირებს და ამჟამად მნიშვნელოვანი განახლების პროცესშია. კერძოდ, მიმდინარეობს კოლეჯის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და რეგიონის საჭიროებების შესაბამისად ახალი პროგრამების მომზადება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.