ნინოწმინდის და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ენზელ მკოიანი „ფეისბუქზე“ წერს, რომ მას ნინოწმინდაში მცხოვრებმა მარტოხელა, სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედამ მას დახმარების თხოვნით მიმართა, რის შემდეგაც მან და მმართველი პარტიის წევრებმა შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი მოინახულეს და დახმარება გაუწიეს.
„თხოვნით მომმართა ნინოწმინდაში მცხოვრებმა მარტოხელა დედამ, რომელსაც ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და არის მძიმე სოციალურად შეჭირვებულ მდგომარეობაში.
დღეს ჩემი ბიუროს თანამშრომლებმა, პარტია „ქართული ოცნების“ თანამშრომლებთან ერთად მოინახულეს ეს ოჯახი, ჩემი პირადი სახსრებით შეუძინეს მათთვის საჭირო პირველადი პროდუქტები, სათამაშოები.
ასევე წინასწარ დავფარეთ მისი ზამთრის გაზის გადასახადი“, აცხადებს ენზელ მკოიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.