კონფერენციამ „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ მუშაობა დაასრულა. ღონისძიების დახურვის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მან დისკუსიის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
ორდღიანი კონფერენციის თემა ის საფეხურები იყო, რომელსაც პირი გაივლის კანონთან კონფლიქტის მომენტიდან პენიტენციური სისტემის დატოვებამდე. დარგის სპეციალისტები, პროფესიონალები და ექსპერტები თითოეულ ამ ეპიზოდს განიხილავდნენ და კონკრეტულ კაზუსებზე მსჯელობდნენ. დღევანდელი დღე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს დაეთმო. დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების საკითხები; პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მექანიზმები, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და დანაშაულის პრევენციის სისტემები. მსჯელობა გაიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზეც. დისკუსიაში მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, განრიდებისა და მედიაციის, აგრეთვე, სასამართლო ხელისუფლების, შს სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. მრგვალ მაგიდას უძღვებოდნენ ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტები.
მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა კონფერენციის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
ღონისძიება ევროკავშირის პროექტ „EU4JUSTICE“-ს ფინანსური მხარდამჭერით გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.