ბონდო მძინარაშვილი: „ნათელაშვილი დაიბოღმა, რაგბისტებმა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე რატომ მიულოცესო და დაიწყო მათი ლანძღვა: კუნთიანი, სულამოცლილი ჩემპიონები არ გვინდაო“
22-02-2020, 12:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნათელაშვილი დაიბოღმა, რაგბისტებმა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე რატომ მიულოცესო და, – დაიწყო მათი ლანძღვა: კუნთიანი, სულამოცლილი ჩემპიონები არ გვინდაო, - წერს ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

როგორც მან აღნიშნა, „ფონდმა „ქართუმ” რაგბის განვითარებისთვის წლების განმავლობაში თითქმის 200 მილიონი ლარი დახარჯა, რის გამოც რაგბისტებმა მადლიერება დაბადების დღის მილოცვით გამოხატეს.

 


„ფონდმა „ქართუმ” წლების განმავლობაში თითქმის 200 მილიონი ლარი დახარჯა რაგბის განვითარებისთვის!

 

 

200 მილიონი!

 


ეს არის სპორტული ინფრასტრუქტურა და ათასობით ახალგაზრდისთვის ვარჯიშის შესაძლებლობა:

 


აშენდა, აღიჭურვა და ქართველ მორაგბეებს გადაეცა 15 სარაგბო ბაზა. მათ შორის, თბილისის ცნობილი სტადიონები: შევარდენი, ავჭალა, ლელოარენა, დიღმის ლოკომოტივი, ნუცუბიძის კომპლექსი. რაგბის ცენტრები დედაქალაქის გარდა მოეწყო ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, გორში, მარტყოფსა და ასპინძაში.

 


და ამ ხალხმა, რაგბისტებმა, დაბადების დღის მილოცვით გამოხატეს მადლიერება!

 

 

ამისთვის უნდა გალანძღო ადამიანები, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ?!

 

 

ხალხი მადლიერების გამოხატვისთვის უნდა გალანძღო?!

 

 

აი, შურიან და ფულის წუწკ ნათელაშვილს რატომ უნდა მიულოცოს ხალხმა, – ბაზალეთში სასახლის აშენებისთვის?!

 


თუ 8500 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის დასაკუთრებისთვის უნდა ვიყოთ მადლიერები?!” – წერს ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი