საქართველოს მაოხრებელმა ივანიშვილმა გამოაცხადა თავისი მორიგი დიდი მავნებლობა, - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის გაყიდვის ფაქტს სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვით ეხმიანება.
სააკაშვილის თქმით, პარლამენტის ქუთაისში გადატანა საშვილიშვილო საქმე იყო და ის აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული, ასევე ქვეყნის განვითარებასთვის. მისივე თქმით, ივანიშვილის ამოცანა სუსტი, გავერანებული საქართველოა.
„ქუთაისში პარლამენტის გადატანა, ეს იყო საშვილიშვილო საქმე საქართველოსთვის. ის აძლიერებს დასავლეთ საქართველოს, და საქართველო უნდა იყოს ძლიერი როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში, ეს არის მიმართული აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ და აფხაზეთის დაბრუნებას ემსახურება სტრატეგიულად... ეფუძნებოდა ლაზიკის პორტის განვითარების სტრატეგიას, ეფუძნებოდა ქუთაისის და გარშემო იმერეთის, სამეგრელოს და ზოგადად დასავლეთ საქართველოს სწრაფ განვითარებას, სვანეთის სწრაფი განვითარების ჩემეულ ხედვას და სტრატეგიას.
ივანიშვილს უნდა, ეს ყველაფერი გააჩეროს და მოსპოს, იმიტომ, რომ მისი ამოცანაა სუსტი, გავერანებული საქართველო.
დამაქცევარი ივანიშვილი და მისი მოღალატე ჯგრო აუცილებლად ჩამოშორდება ხელისუფლებას და მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დააბრუნებს პარლამენტს ქუთაისში" , - განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.