ჩინეთიდან სპეციალური ავიარეისეით ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე ამჟამად ჯანმრთელად არის და მათზე დაკვირვება ორი კვირის განმავლობაში გაგარძელდება, – განაცხადა დაავადებათა კონტორლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ჩინეთში სხვადასხვა მიზნით მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ნებაყოფლობით ჩამოყვანა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით მოხდა.
„გამთენიისას მათ დახვდათ ეპიდემიოლოგთა ბრიგადა, კლინიცისტები დახვდნენ. გაიარეს თერმოსკრინინგი, ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი, შეივსო სპეციალური სააღრიცხვო ფურცლები. როგორც მოქალაქეებს განემარტათ, იმის გამო, რომ ჩინეთის თითქმის ყველა პროვინცია დაზიანებულია კორონავირუსული ინფექციით, გვქონდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ მათგანი შესაძლო კონტაქტში იყო ინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომ მიღებულ იყო გადაწყვეტილება, მოხდა მათი იზოლორება, ანუ კარანტინში გადაყვანა ორი კვირის განმავლობაში საჩხერის სამედიცინო ცენტრის სასტუმრო განყოფილებაში. მათზე მიმდინარეობს და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება კლინიკური და ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი“, – განაცხად ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძეს თქმით, თუ რომელიმე მოქალაქეს შესაბამისი რესპირაციული სიმპტომები აღმოაჩნდება, მას ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ, სადაც ჩაუტარდება კლინიკური გამოკვლევები, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მართვა.
მანვე აღნიშნა, რომ ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები ამ ეტაპზე ჯანმრთელები არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.