„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ კახა კალაძე და მამამისი „არაერთხელ არაერთხელ ეახლნენ“ პრეზიდენტ სააკაშვილს და ეცერში 2004 წლის მარტში „სპეცოპერაციის ჩატარება დააჩქარა კალაძეების ეჭვმა, რომ მათი გატაცებული შვილი და ძმა სწორედ აფრასიძეებთან იყო გადამალული“.
როგორც ნათელაშვილი ირწმუნება, სააკაშვილის ხელისუფლება არგუმენტად იშველიებდა იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნდა საჭირო ფინანსები ამ ძვირადღირებული ოპერაციისთვის, მაგრამ „როდესაც კახი კალაძემ თავის თავზე აიღო მისი დაფინანსება, მთავრობასაც უარის თქმის ბოლო საფუძველიც ამოეწურა“.
„ვინაიდან გარკვეული აზრთა სხვაობა გამოიწვია ჩემმა განცხადებამ ინგა გრიგოლიას გადაცემაში კალაძე-აფრასიძეებთან დაკავშირებით დამატებით განვმარტავ შემდეგს:
პირველი, ყველამ გაითვალისწინოს, რომ მე განათლებით იურისტი ვარ და არ გავაკეთებ ისეთ განცხადებას, რაშიც დარწმუნებული არ ვარ თვითონ.
2004 წლის 23-24 მარტს ეცერის სპეცოპერაცია დამთავრდა უმძიმესი შედეგებით. აფრასიძეების ოჯახში მოკლული იქნა ორი ადამიანი, მძიმედ დაიჭრა კიდევ ორი, პატარძალი ფსიქიკურად შეიშალა, ბავშვებმა მიიღეს უდიდესი ტრავმა, დანელდა ფუძე და ოჯახი. სპეცოპერაციის ჩატარება დააჩქარა კალაძეების ეჭვმა, რომ მათი გატაცებული შვილი და ძმა სწორედ აფრასიძეებთან იყო გადამალული, რისთვისაც ისინი არაერთხელ ეახლნენ მაშინდელ პრეზიდენტს.
ხელისუფლება არგუმენტად იშველიებდა იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნდა საჭირო ფინანსები ამ ძვირადღირებული ოპერაციისთვის (მართლაც მაშინ პოლიცია კიდევ სრული უფინანსობის ეტაპზე იყო). როდესაც კახი კალაძემ თავის თავზე აიღო მისი დაფინანსება, მთავრობასაც უარის თქმის ბოლო საფუძველიც ამოეწურათ.
სპეცოპერაციაში მონაწილეობდა 12 ვერტმფრენი და ასეულობით ყველა სახეობის სპეცრაზმელი სრული ეკიპირებით. ეს ძალები რომ გვყოლოდა სოხუმში, აფხაზეთს ნამდვილად აღარ დავკარგავდით. შედეგად დატრიალდა სისხლის კალო, მაგრამ კალაძის ძმა იქ არ აღმოჩნდა და როგორც მერე დადგინდა, იგი ამჟამად მსჯავრდებულმა ამისულაშვილმა და ჯგუფმა თბილისში გაიტაცეს და თბილისშივე მოუღეს ბოლო. ღმერთმა მისი სული აცხონოს.
ის, რომ მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბატონმა გიორგი ბარამიძემ, ამავე ტელეგადაცემაში არ დაადასტურა აღნიშნული დაფინანსების არსებობა სპეცოპერაციაზე და მხოლოდ კალაძეებისგან აფრასიძეებზე მიცემული ფული ახსენა რატომ გაგიკვირდათ? საქართველოს ისტორიაში რომელ ძალოვან მინისტრს უღიარებია ამგვარი ან უარესი ფაქტები? აღნიშნული ისტორია იმიტომ გამახსენდა ინგასთან, რომ ფულით ადამიანურ-სახე დაკარგულ, ძალადობაზე ორიენტირებულ კალაძე-ივანიშვილის რეჟიმს ეს მანიაკალიზმი ჩამოუყალიბდათ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებების დროს. იმიტომაც ვახსენე, რომ მომავალში არასოდეს განმეორდეს მაჩალიკაშვილების, აფრასიძეების, გირგვლიანების ტრაგედია. მერე რა, ნებისმიერ ოჯახში შეიძლება აღმოჩნდეს დასაკავებელი, მძინარე ეჭვმიტანილი, განა ეს ვინმეს აძლევს უფლებას საწოლში ესროლოს, ოჯახი ამოწყვიტოს და ამგვარი ცოდვა დაატრიალოს? ამიტომ სრული იურიდიული და მორალური პასუხისმგებლობა ამ საშინელებაზეც ეკისრება ქალაქის მთავარ ქურდს კახი კალაძესაც. მოვა დრო და ეს ოფიციალურ-პროცესუალურად დადგინდება. ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ, რომელმაც რამდენიმე წლის წინ აღნიშნულზე ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება დაადგინა იგივე, რომ ამ სპეცოპერაციის დამფინანსებელი იყო სწორედ კალაძე, მაგრამ ბიძინისტურ-მოსკოვურმა გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ ეს რა თქმა უნდა არ დაუბეჭდა. აი, როდესაც ივანიშვილი და კალაძე მორიგ ჯერზე წაიკიდებიან მერე აუცილებლად დაბეჭდავენ. მანამდე დაველოდოთ მოვლენებს.
P.S ჰო, იმის შესახებ აღარაფერს ვამბობ, რომ ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა თვითონ ბატონი კახის ცნობილი მამა - კარლო კალაძე, რა თქმა უნდა სპეცტანსაცმლითა და ავტომატით. მოვა დრო და ესეც იურიდიულად დადგინდება“, აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.